გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნინო ნონიაშვილი 24001012806
თარიღი : 22 .03. 2018
საგანი: ქართული ენა
სწავლების საფეხური (კლასი): I I
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
გაკვეთილის თემა: “ლომი და თაგვი”
გაკვეთილის მიზანი:
· განუვითარდეთ ინფორმაციის
მიღების და გადაცემის, ანალიზის სიკეთისა და მადლიერების გრძნობის უნარი;
· დამოუკიდებელი
მუშაობის უნარი;
· საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი.
· მოსწავლემ
მოუსმენს ტექსტს ილუსტრაციით და გამოთქვას
ვარაუდები;
· მოსწავლემ
შესძლოს დაახასიათოს პერსონაჟები
· შეასრულოს გრამატიკული სამუშაოები, გაასწოროს შეცდომები,
მოძებნოს მეტყველების ნაწილები
ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული სტანდარტი:
ქართ: II. 2 მოსწავლეს
შეუძლია
მოისმინოს
და
გაიგოს
ნაცნობ
თემატიკაზე
შექმნილი
მცირე
ზომის
სხვადასხვა
სახის
ტექსტები
და
გამოხატოს
თავისი
·
ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
·
ასათაურებს ტექსტს;
·
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
ქართ: II. 7მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
· ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
· განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
· ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).
ქართ: II. 13მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება
· კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ ფორმებს ან მთლიან წინადადებას.
ბუნ.I.3.
მოსწავლემ
უნდა შეძლოს
ცოცხალი
სხეულების
აღწერა
არსებითი
ნიშან-თვისებების
მიხედვით.
·
აღწერს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ცხოველს სხეულის ნაწილების (მაგ., თავი, კიდურები, კუდი, ყურები, ნისკარტი, ფრთები, ხორთუმი) მიხედვით;
·
აყალიბებს კითხვას სხვადასხვა გარემოში მობინადრე
ცხოველების შესადარებლად.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო(წთ)
|
1
|
შესავალ საუბარში ვახსენებ
წინა გაკვეთილზე შესწავლილ ლექსს „ნუ იამაყებ“,
გავაანალიზებთ ლექსს და ვისაუბრებთ თუ რატომ არ უნდა იტრაბახოს ადამიანმა, როდისაა
ადამიანის საქმე საქები და მოსაწონი.
ვურიგებ ფოტოებს, (განრისხებულ
ლომს უჭირავს შეშინებული თაგვი), ვეკითხები თუ როგორია მათი მოლოდინი, რას ფიქრობენ
როგორ განვითარდება მოვლენები
|
გონებრივი იერიშის რუკა
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
ცარცი
დაფა.ფოტოები, მოლოდინის
ღრუბელი
|
7 წთ.
|
2
|
ვკითხულობ ი.გოგებაშვილის
მოთხრობას „ლომი და თაგვი“.გაანალიზებენ მოსმენილს და გამოიტანენ სათანადო დასკვნებს. გაიხსენებენ
და გაანალიზებენ წინარე ცოდნას და გააკეთებენ
დასკვნას, რომ პატარა და უსუსურ ადამიანსაც შეუძლია ძლიერ პიროვნებას დაეხმაროს.
გაიხსენებენ ბუნებისმეტყველებიდან ნასწავლს, და აღწერენ დიაგრამის გამოყენებით ლომს
და თაგვს.
|
კითხვა-პასუხი
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
სახელმძღვანელო,ცარცი
დაფა
|
10 წუთი
|
3
|
კლასს დავაჯგუფებ სამ
ნაწილად, (თითო ჯგუფში 4 მოსწავლე) და თითოეულ ჯგუფს ბლუმის ტაქსონომიის პრინციპით შედგენილ ექვს კითხვას დავურიგებ: 1.როგორია ლომი და როგორია თაგვი? 2. რით ჰგავს და რით განსხვავდება ლომი თაგვისგან?
3. რას ან ვის გაგონებთ თაგვი თავისი საქციელით?
4. რატომ ფიქრობთ, რომ თაგუნას საქციელი მნიშვნელოვანი იყო?
5. ვინმემ რომ გაწყენინოთ, დაგცინოთ და ამის შემდეგ მას დახმარება დასჭირდეს, როგორ მოიქცევით?
6. რომელი ცხოველის საქციელი მოგეწონათ და რატომ? თითო ჯგუფს 2 შეკითხვას მივცემ და მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ კუბზე შესაბამის ადგილას მიაკრავენ და ხმამაღალი წაკითხვით გავაცნობ
კლასს. დასკვნის სახით ვკითხავ მოსწავლეებს თუ რამ გააერთიანა ლომი და
თაგვი.შეჯერებულ აზრს დავწერ დაფაზე:
ძლიერი
ლომი და პატარა თაგვი გააერთიანა სიკეთემ, გაჭირვებამ და მეგობრობამ.
|
ბლუმის ტაქსონომიის ექვს
კითხვა კუბი
|
ჯგუფური
|
წინასწარ გამზადებული
ფერადი ბარათები. გაღალდის კუბი
|
10 წუთი
|
4
|
მოვისმენ რამდენიმე მოსწავლის
ისტორიას,მიუღიათ თუ არა სხვისგან დახმარება და რითი უცდიათ მადლობის გადახდა? ვაჩვენებ
წინდაწინ გამზადებულ კლიპს, „ ანდროკლი და ლომი“,სიუჟეტს ვაჩვენებ ნაწილ-ნაწილ, მოსწავლემ
უნდა იმსჯელოს თუ რა იქნება სიუჟეტის გაგრძელება, შემდეგ კი შეადარებენ, დაემთხვევა
თუ არა მათი მოლოდინი ფილმს.ფილმის ბოლოს ვიმსჯელებთ პერსონაჟებზე, მათ თვისებებსა
და მეგობრობაზე, დავამტკიცებთ რომ ადამიანმა არასოდეს უნდა ითაკილოს სხვისგან მიღებული
დახმარება, თუნდაც ის მასზე სუსტი იყოს, გაჭირვებაში მყოფს ყოველთის გავუწოდოთ დახმარების
ხელი
|
უცხო სიტყვათა კედელი
|
მუშაობა მთელ კლასთან,ინდივიდუალურად,
წყვილებში
|
პროექტორი, კომპიუტერი,
სიტყვის სკივრი
|
10 წთ
|
5
|
ფორმატზე წერია ტექსტიდან
ამოღებული წინდადებები, შინაარსის მიხედვით სხვადასვხა, მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ
ისინი:თხრობითი, კითხვითი, კითხვაძახილის
|
დიდაქტიკური თამაში
|
გუნდური მუშაობა
|
ფერადი ფორმატი
|
3 წუთი
|
6
|
მოსწავლეებს ვაძლევ ნიშნულებს (ვინ?რა?როგორი?რამდენი?რაქნა?)
ვკითხულობ წინადადებებს, მოსწავლეებმა უნდა გაასწორონ შეცდომები და შემდეგ მითითებულს
სიტყვაზე აწევენ შესაბამის ნიშნულს, სიტყვიერად კი ასახელელბენ მეტყველების ნაწილს.
|
დიდაქტიკური თამაში
|
ინდივიდუალური სამუშაო
|
ნიშნულები, წინდაწინ გამზადებული
ფორმატი, მარკერი
|
3წთ
|
7
|
საშინაო დავალების მიცემა სამუშაო
რვეულში
|
სამუშაო რვეული
|
2წთ
|
გ აკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება
მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
დამოუკიდებლად კითხულობს ტექსტს და იგებს მის
შინაარსს
|
|||
გამოთქვამს ვარაუდს და ამყარებს არგუმენტებს
|
|||
ახასიათებს ნაწარმოების გმირს
|
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა:
თანამშრომლობს მეგობრებთან, მოცემულ
ტექსტში პოულობს კითხვით, თხრობითს და კითხვა-ძახილის წინადადებებს, ასრულებს გრამატიკულ
სამუშაოებს
|
არჩევს ტექსტში კითხვით, თხრობითს
და კითხვა-ძახილის წინადადებებს, მაგრამ უჭირს ამოცნობა, ვერ თანამშრომლობს ჯგუფის
წევრებთან
|
Комментариев нет:
Отправить комментарий